ლაშა ხუციშვილი სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულ შეხვედრებზე - ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებულ ცვლილებებს ხვდება მომზადებული

ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებულ ცვლილებებს ხვდება მომზადებული, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ამ რეფორმის შედეგები, რომელიც „გამოიხატება მაღალ ეკონომიკურ ზრდაში“, რომელიც ქვეყანაში ფიქსირდება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის არის გამორჩეული, ასევეა, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით შექმნილი ხელსაყრელი პირობები.

„ბუნებრივია, ეს არის შედეგები იმ რეფორმებისა, რომელსაც ვახორციელებთ, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ერთად. განახლებული პროგნოზები, რომელიც საქართველოსთან მიმართებით წარმოადგინეს, სრულად ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სსფ-ის პროგნოზით მოლოდინია, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდება და შესაბამისად, ამ მიმართულებით გაურკვევლობა გარკვეულწილად იმატებს. თუმცა, ამ მდგომარეობას მსოფლიო ეკონომიკაში, საქართველო ხვდება ძალიან მყარი პოზიციითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით. ასევე, ბევრი ფინანსური ბუფერით, რომელიც ქვეყანას იცავს ყველანაირი ტიპის პრობლემებისგან. ეს ცალსახად იქნა ხაზგასმული თითოეულ შეხვედრაზე, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებულ ცვლილებებს ხვდება ძალიან მომზადებული და ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ, ასევე, შეხვედრები გვქონდა საინვესტიციო კომპანიებთან, საინვესტიციო ბანკების JP Morgan-სა და Bank of America-ს ორგანიზებით. დაფიქსირდა მაღალი ინტერესი საქართველოს ეკონომიკისადმი, გამოიკვეთა სექტორები, სადაც მაღალია ინტერესი ამერიკული კომპანიების მხრიდან. ესაა საფინანსო სექტორი, ლოგისტიკა ენერგეტიკის სექტორი, სადაც დაინტერესება ძალიან მაღალია იმისთვის, რომ ამერიკულმა კომპანიებმა ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, რომლის კომენტარსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება