თსსუ Higher Education Digest-ის პლატფორმაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი Higher Education Digest -ის ობიექტივში მოხვდა. უმაღლესმა საგანმანათლებლო საერთაშორისო პლატფორმამ თსსუ-ის შესახებ ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა სახელწოდებით: ‘თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამედიცინო განათლების, კვლევებისა და ინოვაციების გლობალური ჰაბი’.

სტატია მკითხველს დეტალურ ინფორმაციას აწვდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ. პუბლიკაციაში ავტორები ვრცლად საუბრობენ თსსუ-ის მიერ განვლილ გზაზე, ისტორიაზე. სტატიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა იმ სასწავლო შესაძლებლობებს, რასაც თსსუ სტუდენტებს სთავაზობს.

პუბლიკაციაში ასევე საუბარია თსსუ-ის საერთაშორისო თანამშრომლობასა და გაცვლით პროგრამებზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ თსსუ 40-მდე ქვყენის 120-ზე მეტ უნივერსიტეტსა და სამედიცინო დაწესებულებასთან თანამშრომლობს, რაც სტუდენტებს და პროფესორ-მასწალებლებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ გლობალურ აკადემიურ გაცვლით პროგრამებში. პუბლიკაციაში ხაზგასმულია ისიც, რომ თსსუ მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში როგორიცაა ERASMUS+ და HORIZON EUROPE.

Higher Education Digest -ის მკითხველს თსსუ-ის მესამე მისიის შესახებაც უყვება და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით უნივერსიტეტი ძალიან აქტიურია.

Higher Education Digest თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ

Higher Education Digest-მა პუბლიკაციის გამოქვეყნებასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სიმბოლურად ბეიჯი და სერთიფიკატი გადმოსცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს