ვოლოდიმირ ზელენსკი - ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინაში საკმარისი იარაღი არ არის ყირიმზე კონტროლის იარაღით დასაბრუნებლად

უკრაინას საკმარისი იარაღი არ აქვს ყირიმის დასაბრუნებლად, მაგრამ მსოფლიოს რუსეთზე ზეწოლა შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“მართალია ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. ვეთანხმები, რომ დღეისთვის საკმარისი იარაღი არ არის. სწორედ იარაღი, არა ადამიანები. ვინაიდან, ჩვენი ხალხი - ეს მთავარია, უმთავრესია. მაგრამ იმის თქმა, რომ ჯარი არ გვყავს - ეს სიმართლე არაა…

ასე რომ, ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინაში საკმარისი იარაღი არ არის ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლის იარაღით დასაბრუნებლად”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებობს სასანქციო, ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის შესაძლებლობები, “რათა ვილაპარაკოთ ამაზე, განვიხილოთ ტერიტორიული საკითხები, მაგრამ მხოლოდ სრული უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს