რუმინეთში საოლქო სააპელაციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

რუმინეთის საოლქო სააპელაციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

კერძოდ, ქალაქ პლოიეშტის საოლქო სააპელაციო სასამართლომ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 9 დღით ადრე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაბათილების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა იქნას გაბათილებული.

ცნობისთვის, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება რუმინეთში 4 მაისს (პირველი რაუნდი) და 18 მაისს (მეორე რაუნდი) იგეგმება.

რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ აღნიშნა, რომ ქალაქ პლოიეშტის საოლქო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებს ხელახალ ორრაუნდიან არჩევნებზე, ხოლო იურიდიული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საბოლოოა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა