დონალდ ტრამპი - უკრაინა და რუსეთი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან - მხარეები ახლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდნენ

კარგი დღე იყო რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის. ისინი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ორივე მხარე ახლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს, რათა დაასრულონ ეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

მისი თქმით, უკრაინის შესახებ შეთანხმების ძირითადი პუნქტების უმეტესობა შეთანხმებულია.

“ძირითადი პუნქტების უმეტესობა შეთანხმებულია. შეწყვიტეთ სისხლისღვრა ახლავე. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რათა ხელი შევუწყოთ ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას!”, - აცხადებს ტრამპი.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგაც კრემლმა განაცხადა, რომ მათ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს