ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად რომში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად რომში ჩავიდა , - ინფორმაციას BBC-ი უკრაინულ საზოგადოებრივ მაუწყებელ Suspilne-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ის ცერემონიას მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან და უკრაინულ დელეგაციასთან ერთად დაესწრება.

ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ დაკრძალვას დაესწრებოდა. თუმცა, კვირის დასაწყისში კიევზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების გამო, პარასკევს გარკვეული გაურკვევლობა არსებობდა, შეძლებდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტი რომში ჩასვლას.

ცნობისთვის, პაპ ფრანცისკეს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენებენ და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ. დაკრძალვის წირვა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 12:00 საათზე) ღია ცის ქვეშ დაიწყება და, სავარაუდოდ, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.

წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს