ირანი და აშშ ახალი ბირთვული შეთანხმების საკითხზე ომანში მოლაპარაკებებს გამართავენ

ირანისა და აშშ-ის მომლაპარაკებლები თეირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდავი ახალი შეთანხმების შესამუშავებლად დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიდან ერთი კვირის შემდეგ, რომელიც ორივე მხარემ კონსტრუქციულად შეაფასა, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დონალდ ტრამპის წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან მასკატში ომანელი შუამავლების მეშვეობით ირიბ მოლაპარაკებას გამართავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მოხდება ახალი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ირანის ბირთვული ბომბის შექმნის გზას დაბლოკავს.

„ვფიქრობ, ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალ „Time“-თან ინტერვიუში, თუმცა ირანის წინააღდმდეგ კვლავ სამხედრო ქმედებებით დაიმუქრა, თუ დიპლომატიური გზა წარუმატებელი აღმოჩნდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს