წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას 250 000 ადამიანი ესწრებოდა

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა დასრულდა, მის ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში მიასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.

ვატიკანის განცხადებით, წმინდა პეტრეს მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე პაპის დაკრძალვას 250 000 ადამიანი ესწრებოდა.

ცერემონიის დროს იტალიელმა კარდინალმა, ჯოვანი ბატისტა რემ ქადაგება წაიკითხა, რომლის დროსაც მან პაპი ფრანცისკეს ცხოვრება და ღვაწლი გაიხსენა.

„ის პირდაპირ კონტაქტს ამყარებდა ინდივიდებთან და ხალხთან, სურდა ყველასთან ახლოს ყოფილიყო, განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა გაჭირვებულებს, უსაზღვროდ სწირავდა თავს. ის იყო პაპი ხალხს შორის, ყველას მიმართ ღია გულით“, - აღნიშნა კარდინალმა.

მისი თქმით, პაპი ბოლო წლების მძვინვარე ომების წინაშე იდგა და გამუდმებით მშვიდობისკენ მოწოდებით გამოდიოდა.

„ომი, მისი თქმით, ადამიანების სიკვდილს და სახლების, საავადმყოფოებისა და სკოლების დანგრევას იწვევს. ომი ყოველთვის უარესს ხდის სამყაროს, ვიდრე ის ადრე იყო: ეს ყოველთვის მტკივნეული და ტრაგიკული დამარცხებაა ყველასთვის“, - განაცხადა კარდინალმა პაპის ციტირებით. „„ააშენეთ ხიდები და არა კედლები“ - ეს არაერთხელ გაიმეორა პაპმა“, - დასძინა კარდინალმა.

ქადაგების შემდეგ ზიარება გაიმართა, ცერემონიის ნაწილი, რომლის დროსაც პური და ღვინო აკურთხეს და ეზიარნენ.

ამის შემდეგ კარდინალმა ჯოვანი ბატისტა რე, პაპის სულს ღმერთს მიაბარა და რომის კათოლიკური ეკლესიისთვის ნუგეში შესთხოვა. კიდევ რამდენიმე ლოცვის წაკითხვის შემდეგ და პაპის კუბოს ნაკურთხი წყალი აპკურეს და საკმეველი აკმიეს. ამის შემდეგ ზარები დაირეკა და პაპის ცხედარი წმინდა პეტრეს მოედნიდან წაასვენეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს