პროკურატურასთან აქცია ლოზუნგით - "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" გაიმართა

საქართველოს პროკურატურასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით მეტროსადგურ "დიდუბისკენ" მიემართებიან.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანი იყო, მათ პროკურატურას თავიანთი ხმა გააგონეს და აქციის მონაწილეებს დიდუბეში მსვლელობით გადასვლისკენ მოუწოდეს.

მათივე თქმით, როგორც ორგანიზებულად დაიწყეს მსვლელობა, ისე ორგანიზებულად დაიშლებიან.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".

აქციის მონაწილეებს კვლავ აღმაშენებლის ხეივანზე საავტომობილო გზის ორი სამოძრაო ზოლი აქვთ დაკავებული.

მსვლელობის მონაწილეებს პოლიცია მოყვება, რომლებიც გზის სრული გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება