ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის წარმომადგენლებს - ხაზინის აქტივების მართვისა და საკონსულტაციო დეპარტამენტის დირექტორს კატარჟინა მონიკა ზაიდელ-კუროვსკას, საკონსულტაციო და პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მარკო რუისსა და გილერმე ალვესს შეხვდა.შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე.

მხარეებმა ცენტრალური ბანკების რეზერვების დაგროვებისა და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელობას სტრესული სიტუაციებით გამოწვეული კრიზისებისგან ქვეყნის და მისი ფინანსური სისტემის დასაცავად.

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამასთან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, RAMP-ის მხარდაჭერით, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების მართვის შესაძლებლობები საგრძნობლად გააუმჯობესა, „იყიდე და ფლობდე“ მიდგომიდან ის უფრო დახვეწილ, აქტიურ საინვესტიციო სტრატეგიებზე გადავიდა.

„მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამასთან პარტნიორობით, სებ-ის სავალუტო რეზერვების მართვის პროცესი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაიქმნა, დაინერგა რეზერვების მართვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი მიდგომები და მეთოდები რითაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადო ადგილის დამკვიდრება შეძლო რეზერვების მართვის სფეროში წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, RAMP-ის პროგრამის წარმომადგენლებმა შემდგომი თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების, რეფორმების მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდან არის RAMP-ის წევრი, ხელშეკრულება კი 2024 წლის ოქტომბერში კიდევ სამი წლით განახლდა. ეროვნული ბანკი აგრძელებს RAMP-ის კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებას რაც როგორც ვიზიტებით, ისე დელეგაციების მასპინძლობით გამოიხატება.

რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფარგლებში, მსოფლიო ბანკი 2001 წლიდან დახმარებას უწევს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს და სახელმწიფო და სუვერენულ ფონდებს. პროგრამის მიზანია ქვეყნების მიერ სავალუტო რეზერვების უფრო ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო