ვანკუვერის პოლიცია - დარწმუნებული ვართ, დღევანდელი ინციდენტი, როდესაც ავტომობილი ხალხში შევარდა, ტერორისტული აქტი არ იყო

ვანკუვერის პოლიციის განცხადებით, დარწმუნებულები არიან, რომ დღეს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ქუჩის ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, ტერორისტული აქტი არ იყო.

„ამ დროისთვის, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ინციდენტი ტერორისტული აქტი არ იყო“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, კანადის ქალაქ ვანკუვერში ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. პოლიცია, ამ დრომდე, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობას არ აკონკრეტებს. ცნობილია, რომ ავტომობილის მძღოლი, 30 წლის მამაკაცი, დაკავებულია. ფესტივალი ვანკუვერში, აღმოსავლეთ 41-ე ავენიუსა და ფრეიზერის ქუჩის მახლობლად იმართებოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება