საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კურსდამთავრებულს, ძიუდოისტ ილია სულამანიძეს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ძიუდოისტ ილია სულამანიძეს მონტენეგროში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ გამარჯვებასა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ილია სულამანიძემ პოდგორიცაში, კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი, 100 კგ წონით კატეგორიაში, იუკოთი დაამარცხა და კარიერის მანძილზე პირველად, სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სიხარულით ვულოცავ ჩვენს გამორჩეულ კურსდამთავრებულს, ცნობილ ძიუდოისტ ილია სულამანიძეს, მონტენეგროში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული და შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვებას. ილიას გამარჯვება არ არის მხოლოდ მისი პირადი მიღწევა, არამედ ეს დიდი სიამაყისა და შთაგონების წყაროა ჩვენი უნივერსიტეტისათვის, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, მთელი ქვეყნისთვის. მისი შეუპოვრობა, ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა და სრულყოფილებისკენ სწრაფვა ასახავს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველს მისი ალმა-მატერიც აძლიერებს. ვამაყობთ, რომ მსგავსად მიზანდასახული და გამორჩეული სპორტსმენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. წინ, უფრო დიდი გამარჯვებებისკენ, ილია! მასთან ერთად, ვულოცავთ წლევანდელი კონტინენტის პირველობის გამარჯვებულებს - ევროპის ჩემპიონ გიორგი სარდალიშვილს და ვერცხლის პრიზიორებს - ეთერ ლიპარტელიანსა და ტატო გრიგალაშვილს “, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

ცნობისათვის, ილია სულამანიძე 2023 და 2024 წლებში ორჯერ გახდა კონტინენტის პირველობის ვერცხლის პრიზიორი, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი კი სწორედ ზელიმ კოცოევთან ორთაბრძოლაში დათმო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს