გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ ხუნდაძე და მედიცინის სკოლის სტუდენტი ბარბარე დევდარიანი მონაწილეობდნენ იტალიაში, რომში, გამართული 41-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის: „ფსიქიატრია და ფსიქოსომატური მედიცინა“ მუშაობაში.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციაზე გრუნის პროფესორმა წარადგინა ახალი კვლევა: „სომატოფორმული დარღვევები ბავშვებსა და მოზარდებში და მათი ფსიქოთერაპიით მკურნალობის ეფექტურობა“, რომელშიც სომატოფორმული დაზღვევების (ეკრანდამოკიდებულება, ენაბორძიკი, დღისა და ღამის რეჟიმის დარღვევა, ემოციური ლაბილობა, ენურეზი, ყურადღების გაფანტულობის ჰიპერაქტიურობის სინდრომი) მქონე 100 პაციენტი (2-18 წლამდე) მონაწილეობდა.

„მეცნიერმა კვლევის შედეგი: „ფსიქოთერაპია, განსაკუთრებით კი კოგნიტიური ქცევითი ფსიქოთერაპია, არის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი“, კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.

კვლევა განხორციელდა გრუნის საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში და მასში გრუნის პროფესორი ნინო რაჭველიშვილი და მედიცინისა და ფსიქოლოგიის მიმართულების 3 სტუდენტიც მონაწილეობდა.

აღნიშნული კვლევა 2024 წლის ოქტომბერში გერმანულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - „Deutsche international Zeitschrift fuer zeitgenoessiche Wissenschaft”, გამოქვეყნდა. კვლევის წარმატებამ განაპირობა კიდეც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გრუნის პროფესორებისა და სტუდენტების მიწვევა.

კონფერენციაზე პოსტერული პრეზენტაცია მედიცინის სკოლის სტუდენტმა - ბარბარე დევდარიანმაც, წარადგინა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება