ჯორდან ბარდელა მზადაა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, თუ მარინ ლე პენს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ (RN) ლიდერის, ჯორდან ბარდელას თქმით, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, თუ მარინ ლე პენს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ, - ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 29 წლის ბარდელამ Le Parisien-თან ინტერვიუში მკაფიოდ მიანიშნა, რომ თუ მარინ ლე პენი კენჭისყრას ვერ შეძლებს, „ეროვნული გაერთიანების“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ის იქნება.

„არ არსებობს ბუნდოვანება იმაში, რომ მარინ ლე პენი ჩემი კანდიდატია, მაგრამ თუ მას ხვალ კენჭისყრაში ხელს შეუშლიან, ვფიქრობ, შემიძლია გითხრათ, რომ მე მისი კანდიდატი ვიქნები. ამაზე უფრო ნათლად ვერ ვიტყვი“, - განუცხადა გამოცემას ჯორდან ბარდელამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მარინ ლე პენმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და იმედოვნებს, რომ სააპელაციო საჩივარი სწრაფად განიხილება და გააუქმებს ან შეცვლის განაჩენს, რაც კენჭისყრის საშუალებას მისცემს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო