ფოთის საზღვაო ნავსადგურის მენეჯმენტმა ჰიდროგრაფიის სამსახურთან შეხვედრა გამართა

„ეიპიემ ტერმინალს“ ფოთის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ეწვივნენ და საზღვაო მეტეოროლოგიის, ჰიდროგრაფიული კვლევების და ნავსადგურების სანავიგაციო ნიშნებით მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები გაეცნენ ჰიდროგრაფიული სამსახურის საქმიანობას, დაათვალიერეს ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ფოთის შუქურა.

„სხვა საკითხებთან ერთად, ჰიდროგრაფიული სამსახური უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შავი ზღვის გარემოს მონიტორინგსა და სანაოსნო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც პირდაპირ კავშირშია ფოთის პორტის სატრანზიტო თუ შიდა ტვირთბრუნვასთან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება