დენის შმიგალი - უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას არ ითვალისწინებს

უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება არ მოიცავს დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, მან ეს საკითხი აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის Spring Meetings 2025-ზე ვიზიტის დროს განიხილა. შმიგალმა აღნიშნა, რომ იურიდიული ჯგუფები შეთანხმებაზე მუშაობენ და უკვე შეინიშნება კარგი პროგრესი.

„მთავარია, ჩვენი წითელი ხაზები ნათლად განისაზღვროს, შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ვალდებულებებს და არ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ის პარლამენტის მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული. მიღწეულია შეთანხმება, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას“, - აღნიშნა შმიგალმა.

შეგახსენებთ, მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ჩაიშალა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის დროს, როდესაც ის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებების გამო.

გარდა ამისა, პრობლემური საკითხი იყო აშშ-ის სურვილი, შეთანხმებაში ჩაერთო უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ხარჯების ანაზღაურება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები დიდად აფასებენ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, თუმცა ომის დროს გაწეული დახმარება არ არის ვალი, რომელიც ბუნებრივი რესურსებით უნდა დაიფაროს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს