ტერაბანკის პლატფორმა Saasargeblo.ge-ს ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

ტერაბანკი, ინიციატივა Saasargeblo.ge-ს ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. 30 აპრილს ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ უმასპინძლებს.

ღონისძიების მიმდინარეობისას სპიკერები ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრულ ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტის როლზე, ციფრულ გადახდებსა და ელექტრონულ კომერციაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებასა და ამ პროცესში ბანკის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

Saasargeblo.ge ტერაბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. ის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების გაციფრულებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში ეხმარება. პლატფორმაზე ვიზიტორებს SaaS კომპანიების მუდმივად განახლებადი კატალოგი ხვდებათ. ონლაინრესურსის დახმარებით, მათ უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩანიშვნაც შეუძლიათ. ამას გარდა, პლატფორმის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უფასო, ღია ღონისძიებები და საინფორმაციო შეხვედრებიც ტარდება, რაც მჭიდრო B2B თანამშრომლობების ჩამოყალიბებასა და მთლიანად ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება.

„საქმიანობის გაციფრულება მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და, ამავდროულად, აქტუალური გამოწვევაა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი სტრატეგიული სეგმენტისთვის ციფრული გადაწყვეტების დანერგვას, ბიზნესპროცესების ეფექტიანად წარმართვას, ახალი, სასარგებლო პარტნიორობების შექმნასა და ქვეყნის SaaS ეკოსისტემის განვითარებას. Saasargeblo.ge ტრადიციული, საინფორმაციო შეხვედრები სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - აცხადებენ ტერაბანკში.

საგულისხმოა, რომ პლატფორმის დაფუძნებიდან SaaS კომპანიებსა და მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის არაერთი მჭიდრო თანამშრომლობა შედგა. პლატფორმის საქმიანობით გათვალისწინებული აქტივობები კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მასში მონაწილეობის მისაღებად კი დაინტერესებულმა პირებმა აუცილებელია, გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება