პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში პაატა სალიას ადგილს ირაკლი ქადაგიშვილი დაიკავებს

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით პაატა სალია იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, საგამოძიებო კომისიაში სალიას ადგილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი დაიკავებს.

ირაკლი ქადაგიშვილი პაატა სალიასთვის ვადამდე უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შედეგად, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად წევრის სტატუსით, ჩვენს საგამოძიებო კომისიას შემოუერთდა. თქვენი ჩვენს კომისიაში შემოსვლა ძალიან დიდი შენაძენი და ღირებულებაა თქვენი წარსულიდან გამომდინარე. ჯერ კიდევ ეროვნულ მოძრაობაში და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მიმართულებით თქვენ ღვაწლმოსილი ადამიანი ბრძანდებით. მქონდა პატივი თქვენთან ერთად ოპოზიციაში ვყოფილიყავი ერთი და იმავე პოლიტიკურ გაერთიანებაში და მიხარია, რომ ამ კომისიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთად ვიმუშავებთ, რომელიც დაგვისახა საქართველოს პარლამენტმა“,- მიმართა წულუკიანმა ქადაგიშვილს.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ამ დროისთვის, კომისიაზე პირველი თეიმურაზ ჭიჭინაძე იკითხება.

გამოსაკითხად ასევე დაბარებული არიან: შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე.

როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, „დღევანდელ სხდომაზე განიხილება ერთ-ერთი შპს-ს საქმე, სადაც საქმე გვქონდა საკუთრების უფლების დარღვევასთან და წამებასთან“.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ვიბარებთ იმ ადამიანებს, ვისაც ერთგვარი უბედურებები გადახდა თავს. თუ სიცოცხლის ხელყოფა, თუ ჯანმრთელობის ხელყოფა, თუ ქონებრივი წართმევები, ადამიანის უფლებების დარღვევა, წამება და ა.შ. დღეს გვექნება ერთ-ერთი შპს-ს საქმე, სადაც საქმე გვქონდა საკუთრების უფლების დარღვევასთან და წამებასთან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე განსახილველი საკითხებია: „შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო