ვლადიმერ პუტინი - ჩრდილოეთ კორეის არმიის ქვედანაყოფებმა აქტიური როლი ითამაშეს კურსკში მიმდინარე ბრძოლაში, რამაც გამოიწვია კიევის რეჟიმის ნეონაცისტური ფორმირებების დამარცხება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის არმიის დანაყოფებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მათ აქტიური როლი ითამაშეს ბრძოლაში, რამაც გამოიწვია კიევის რეჟიმის ნეონაცისტური ფორმირებების დამარცხება, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ“, - აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

მისი მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით და რუსეთის ფედერაციასა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 2024 წლის 19 ივნისს გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

„ჩვენი კორეელი მეგობრების ეს ნაბიჯი სოლიდარობის, სამართლიანობისა და გულწრფელი თანამებრძოლობის გრძნობით იყო განპირობებული. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და გულწრფელად მადლიერები ვართ, პირადად სახელმწიფო საქმეთა თავმჯდომარის, ამხანაგ კიმ ჩენ ინის, ასევე მთელი ხელმძღვანელობის და ჩრდილოეთ კორეელი ხალხის მიმართ. ვაფასებთ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცების გმირობას, შესანიშნავ წვრთნას და თავდადებას, რომელიც გამოიჩინეს რუს ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლის დროს, ჩვენი სამშობლოს, როგორც საკუთარის, დაცვისას. მათ პატივითა და მამაცობით შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და თავი უჭკნობი დიდებით შეიმოსეს“, - აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

მისი თქმით, რუსი ხალხი არასდროს დაივიწყებს ჩრდილოეთ კორეის სპეციალური დანიშნულების რაზმების „გმირობას“.

„რუსი ხალხი არასდროს დაივიწყებს ჩრდილოეთ კორეის სპეციალური დანიშნულების რაზმების გმირობას. ყოველთვის პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს რუსეთისთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის, იბრძოდნენ თავიანთი რუსი თანამებრძოლების მხარდამხარ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მტკიცე კავშირი, რომელიც ბრძოლის ველზე განმტკიცდა, გააგრძელებს ზრდას და გაფართოებას ყველა ასპექტში“, - აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

მისი მტკიცებით, 2025 წლის 26 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საბოლოოდ დაამარცხეს კურსკის ოლქში შეჭრილი „უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი, რითაც ბოლო მოეღო უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილის მიტაცების მცდელობისას განხორციელებულ დანაშაულებრივ პროვოკაციას“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე