ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის მისვლას ხმაური მოჰყვა - მათ მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესზე დაკითხავენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მივიდნენ.

ბესელიასა და დგებუაძის სასამართლოში მისვლას ხმაური მოჰყვა. მზია ამაღლობელის მხარდამჭერებმა, მათ ცრუ მოწმე უწოდეს. ისმოდა მათი მისამართით სხვადასხვა სახის შეძახილი.

გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები არიან, რომლებსაც დღევანდელ პროცესზე დაკითხავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს