ჰააგის სასამართლომ პალესტინელების მიმართ ისრაელის ვალდებულებების საკითხზე მოსმენა დაიწყო

გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ პალესტინელების მიმართ ისრაელის ჰუმანიტარული ვალდებულებების საკითხზე საკონსულტაციო დასკვნასთან დაკავშირებით ერთკვირიანი მოსმენები დაიწყო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დეკემბერში დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსულტაციო მოსაზრებას სთხოვს.

ისრაელი მკაცრად აკონტროლებს საერთაშორისო დახმარების ყველა ნაკადს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღაზას სექტორში მცხოვრები პალესტინელებისთვის. მან ღაზაში დახმარების მიწოდება 2 მარტს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ჩაიშალა. ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში საქონლისა და მარაგების შეტანას მანამ არ დაუშვებს, სანამ „ჰამასი“ ყველა დარჩენილ მძევალს არ გაათავისუფლებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!