29-30 აპრილს და 1-ელ მაისს საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 აპრილს და 1-ელ მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი.

„ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილს და 1-ელ მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 1-ელ მაისს კი შედარებით დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 29 აპრილს უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 29 აპრილს უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილიდან ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილიდან ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი