გრიგოლ ბესელია - თბილისში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის ცოტა სხვა ურთიერთობა იყო, ბათუმში არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა - პირადი ურთიერთობები ისე ჩამოგვიყალიბდა, ვხუმრობდით ხოლმე, ლამის დავნათესავდით, ისე ვიყავით

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ორგანიზატორებთან „კარგი ურთიერთობა ჰქონდა“.

როგორც ბესელიამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის „სულ სხვა ურთიერთობა იყო“.

„გახლდით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო აქციები აჭარის რეგიონში, მშვიდ ვითარებაში, რამდენიმე ადმინისტრაციული დარღვევა მოხდა ნოემბრიდან მოყოლებული დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისამდე. ვეხმარებოდით აქციის ორგანიზატორებს აქციის მსვლელობის დროს, კომუნიკაცია გვქონდა ყველასთან. პირადი ურთიერთობები ისე ჩამოგვიყალიბდა, ვხუმრობდით ხოლმე, ლამისაა დავნათესავდით, ისე ვიყავით. იმისდა მიუხედავად, რომ თბილისში, დედაქალაქში ცოტა სხვა ურთიერთობა იყო პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, აქ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა არასდროს.

ვინაიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა აქციის მონაწილეებთან, მოდიოდნენ, აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტიის ლიდერებიც და გვეუბნებოდნენ, რომ ამ კარგი ურთიერთობის გამო განიცდიდნენ ბულინგს, ზეწოლას თუ რატომ იყო ბათუმში ასეთი კარგი სიტუაცია. ბოლოს რომ მოდიოდნენ, აქციებზე გამარჯობასაც აღარ გვეუბნებოდნენ. ვიღაც დაგვინახავს და ცუდად აღიქვამს ამ ურთიერთობასო, ასე გაგრძელდა, ეს იანვრის დასაწყისში ხდება“, - განაცხადა გრიგოლ ბესელიამ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია იკითხება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო