გრიგოლ ბესელია - შევესწარი, რომ მზია ამაღლობელი მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები კი ეუბნებოდნენ არ გაეკრა სტიკერი შენობაზე, აქციის წევრებიც ეძახდნენ: „არ ქნა“, თუმცა მაინც მიაკრა

შევესწარი, რომ მზია ამაღლობელი მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები კი ეუბნებოდნენ არ გაეკრა სტიკერი შენობაზე. აქციის წევრებიც ეძახდნენ: „არ ქნა“, თუმცა მაინც მიაკრა, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, აქციის წევრები პერიოდულად აგრესიას გამოხატავდნენ პოლიციის მიმართ.

„ღობის შიგნით ვიდექით, როდესაც მზია მივიდა და პოლიციის შენობას მიაკრა სტიკერი. მეც იქ ვიდექი, არ ვიცნობდი მზია ამაღლობელს. აქციის წევრებიც ეძახდნენ: „არ ქნა“. ვიდეოც მაქვს ნანახი, სადაც მოუწოდებენ მისი თანამოაზრეები, თუ აქციის წევრები, რომ არ გაეკრა, თუმცა მაინც მიაკრა. მივედი, რათა მეცადა რომ არ დაეკრა სტიკერი, აღგვეკვეთა სამართალდარღვევა. როდესაც მივედი მზია ამაღლობელთან, სტიკერი დაკრული ჰქონდა. ვცდილობდი იდენტიფიცირება მომეხდინა, ვინ იყო ეს ქალბატონი, რადგან ასე უხეშად მოახდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამ დროს, თანამშრომლებმა შეიყვანეს პოლიციის შენობაში. ცნობილი გახდა, რომ მზია დააკავეს ბიჭებმა, ამოიცნო ჩემმა თანამშრომელმა, რომ ქალბატონი მზიაც ერთ-ერთი იყო, რომელიც პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, {საუბარია} პოლიციელების მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებზე. {ეს} მე პირადად არ დამინახავს. მე ღობესთან რომ მივედი, შევესწარი, რომ მზია მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები კი ეუბნებოდნენ არ გაეკრა სტიკერი შენობაზე.

ადმინისტრაციული წესით დააკავეს მზია, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გათავისუფლდა ხელწერილით ის და რამდენიმე დაკავებულიც.

აქციის წევრები პერიოდულად აგრესიას გამოხატავდნენ პოლიციის მიმართ, ასევე იყვნენ მზია ამაღლობელის ახლობლები. ძმები გაბაიძეები იყვნენ, რომლებიც იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. მოხდა ძმები გაბაიძეების დაკავება. აქცია მშვიდად მიმდინარეობდა, არ იყო დაპირისპირება, დაშლისკენ მიდიოდა, გაბაიძეებმა რადგან პოლიცია მიაყენეს შეურაცხყოფა, მოხდა მათი დაკავება, შემდეგ ისევ აიწია მუხტი აქციის წევრებს შორის.

ბევრს ვიცნობ პირადად და ვცდილობდი დალაპარაკებას, რათა დაპირისპირება აგვეცილებინა. ისინი ითხოვდნენ ხელმძღვანელისგან განმარტებას, თუ რატომ იყვნენ დაკავებულები ეს ადამიანები“,- აღნიშნა ბესელიამ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია იკითხება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან