რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყება

ვატიკანმა დაადასტურა, რომ რომის პაპის არჩევის მიზნით კარდინალების კონკლავი 7 მაისს დაიწყება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მანამდე, Reuters-მა ეს ინფორმაცია ვატიკანის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, კონკლავში მონაწილეობის მიღებისა და რომის ახალი პაპის არჩევის უფლება 80 წლამდე ასაკის დაახლოებით 135 კარდინალს აქვს.

ბოლო ორი კონკლავი, 2005 და 2013 წლებში, მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. თუმცა, შვედმა კარდინალმა ანდერს არბორელიუსმა დღეს განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, ეს კონკლავი შესაძლოა უფრო მეტხანს გაგრძელდეს, რადგან პაპ ფრანცისკეს მიერ დანიშნული კარდინალები აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

„ფრანცისკემ პრიორიტეტად დაისახა კარდინალების დანიშვნა იმ ადგილებიდან, სადაც ისინი არასდროს ჰყოლიათ, მაგალითად, მიანმარიდან, ჰაიტიდან და რუანდიდან. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ“, - აღნიშნა არბორელიუსმა, ერთ-ერთმა იმ კარდინალებიდან, რომლებიც კონკლავში მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში შაბათს დაკრძალეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს