მედია - ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური შეფერხებები დაფიქსირდა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ენერგომომარაგების მნიშვნელოვანი შეფერხებაა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ცენტრში შუქნიშნების გაუმართაობის გამო საცობებია.

ესპანეთის ელექტროქსელის ოპერატორმა Red Electrica-მ ელექტროენერგიის მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშვის ფაქტი დაადასტურა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენასა და გათიშვის მიზეზების ანალიზზე მუშაობენ.

„ყველა რესურსი პრობლემის მოგვარებაზეა მიმართული“, - აღნიშნულია სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ესპანეთის ეროვნული რკინიგზის კომპანია „რენფეს“ განცხადებით, ქვეყნის მთელი ეროვნული ელექტროქსელი გაითიშა. კომპანიის ცნობით, მატარებლებმა მოძრაობა შეაჩერეს.

მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხოთ ფართომასშტაბიანი შეფერხებებია პორტუგალიაშიც, რამაც გავლენა მოახდინა მობილურ ქსელებზე, სატრანსპორტო მომსახურებასა და აეროპორტებზე, ასევე ლისაბონისა და პორტოს შუქნიშნებზე.

საჰაერო მოძრაობის მონიტორინგი სერვისი Flightradar-ი ესპანეთსა და პორტუგალიაში არსებული პრობლემების შესახებ იუწყება, რომელიც ამ ქვეყანებში ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვას უკავშირდება.

„ჯერჯერობით არ ვხედავთ ფართომასშტაბიან ავიარეისების გაუქმებებს, მაგრამ ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას“, - აცხადებენ Flightradar-ში.

მედიის ინფორმაციით, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ესპანეთისა და პორტუგალიის მთავრობები საგანგებო სხდომებს გამართავენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება