სტუ-ის კურსდამთავრებული - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს ეძლევათ პრაქტიკული და კვლევითი შესაძლებლობები, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აყალიბებს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და გლობალური აღიარების საშუალებით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტმა ფუნდამენტური როლი შეასრულა ჩემი კარიერის ფორმირებაში. მან მომცა მყარი აკადემიური საფუძველი მევენახეობა-მეღვინეობაში და გამიხსნა გზა ფასდაუდებელი საერთაშორისო გამოცდილებებისკენ“,- ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკოლოზ კირვალიძე განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ კირვალიძემ 2024 წელს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და ენოლოგიის ინგლისურენოვანი მაგისტრატურა დაამთავრა.

როგორც ნიკოლოზ კირვალიძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მოტივაცია, მევენახეობისა და ენოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის უნიკალურობის გარდა, იყო უდიდესი სურვილი, მიეღო საერთაშორისო გამოცდილება, იმ უამრავი შესაძლებლობებისა და პროგრამების საშუალებით, რომლებსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტს სთავაზობს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, პროფესიული მიმართულებით ვიმყოფებოდი იტალიაში, მილანის უნივერსიტეტში. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ კი საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო Vinifera EuroMaster-ის ორდიპლომიან პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მეორე კურსის პირველი სემესტრი გავიარე გერმანიაში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში, სადაც კიდევ უფრო გავიღრმავე ცოდნა, ჩემი მიმართულებით და მივიღე მყარი ფუნდამენტი მეორე, დამამთავრებელი სემესტრისთვის, რომელიც საფრანგეთში, ბორდოს ვაზისა და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტში გავატარე სამაგისტრო ნაშრომზე სამუშაოდ.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო თანამედროვე კვლევებში და ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებიც გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის კლიმატის ცვლილებას ეხება. ასევე, შესაძლებლობა მქონდა მემუშავა მევენახეობა-მეღვინეობის წამყვანი რეგიონების ექსპერტებთან, რაც უდიდესი პროფესიული გამოცდილება იყო ჩემთვის.

გავიღრმავე ცოდნა ვაზის ფიზიოლოგიაში, ვენახის მართვაში, მეღვინეობის განსხვავებულ ტექნიკებში, ღვინის სენსორულ შეფასებასა და ვაზის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებში. ასევე, საშუალება მომეცა გავცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის ინოვაციურ მიდგომებსა და გლობალურ პრაქტიკებს მევენახეობა-მეღვინეობაში.

ვფიქრობ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც მევენახეობა-მეღვინეობაში მაღალი დონის განათლებას ეძებს, ამასთან ერთად, სურს მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება და შექმნას მტკიცე პროფესიული კავშირები მსოფლიოში აღიარებულ სპეციალისტებთან.

უნივერსიტეტში სტუდენტებს ეძლევათ პრაქტიკული და კვლევითი შესაძლებლობები, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აყალიბებს”, - განაცხადა ნიკოლოზ კირვალიძემ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო