გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის ადვოკატს - როგორ გგონიათ სახეში ხელს რომ დაგარტყამენ, რა დაზიანება უნდა მიიღო? სისხლდენა არ ჰქონია - სიწითლე ჰქონდა თუ არა, არ დავკვირვებივარ

თქვენ როგორ გგონიათ სახეში ხელს რომ დაგარტყამენ, რა დაზიანება უნდა მიიღო? ვიზუალურად რაიმე დაზიანება, სისხლდენა არ ჰქონია - ასე უპასუხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ, სასამართლო სხდომაზე ადვოკატ მაია მწარიაშვილის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაზიანება მიიღო ირაკლი დგებუაძემ „აქციაზე სილის გაწვნის შემდეგ“.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ჰქონდა თუ არა ირაკლი დგებუაძეს სახის არეში სიწითლე, ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

„თქვენ როგორ გგონიათ სახეში ხელს რომ დაგარტყამენ, რა დაზიანება უნდა მიიღო? სახეში ხელი დაარტყა... ვიზუალურად რაიმე დაზიანება, სისხლდენა არ ჰქონია“, - განაცხადა ბესელიამ.

ადვოკატი პროცესზე იმითაც დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ნაკაწრი, სიწითლე ან სისხლნაჟღენთი ინციდენტის შემდეგ დგებუაძეს.

„[სისხლნაჟღენთიც] არ ჰქონია, [ნაკაწრიც] არ მინახავს. სიწითლე არ მინახავს, არ მიმიქცევია ყურადღება მაგისთვის, ვინაიდან, ცოტა დაძაბული სიტუაცია იყო გარეთაც შიგნითაც და არ მიმიქცევია ყურადღება. სისხლდენა და ეგეთი დაზიანება არ მინახავს და სიწითლე ჰქონდა თუ არა, არ მიმიქცევია ყურადღება. არ დავკვირვებივარ“, - აღნიშნა ბესელიამ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია იკითხება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს