თეთრი სახლის პრესსპიკერი - პუტინმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წამოაყენა, დონალდ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ხილვა სურს

დონალდ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა სურს, - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას.

„პრეზიდენტ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა სურს. როგორც ვიცი, პუტინმა დღეს დილით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წამოაყენა. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ მას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ხილვა სურს, პირველ რიგში, მკვლელობების დასასრულებლად, სისხლისღვრის შესაჩერებლად“, - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

ამასთან, ვატიკანში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კეროლაინ ლევიტმა უპასუხა, რომ დონალდ ტრამპი „ორივე ქვეყნის ლიდერით [ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი] იმედგაცრუებულია“.

„მიუხედავად ამისა, ის ოპტიმისტურად განწყობილი რჩება, რომ შეთანხმების მიღწევა შეუძლია, მაგრამ ასევე, რეალისტურადაც არის განწყობილი, რომ ორივე ლიდერი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მივიდეს და ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვონ“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს