მზია ამაღლობელი გრიგოლ ბესელიას - დაკავების დროს თქვენი თანამშრომელი, ე.წ. დაზარალებული მაგინებდა, შეურაცხმყოფდა

თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი პირების გამოვლენა თუ მომხდარა ცრუ ჩვენების მიცემაზე, ან არაადამიანურ მოპყრობაზე? ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ დაკავების დროს თქვენი თანამშრომელი, ე.წ. დაზარალებული მაგინებდა, შეურაცხმყოფდა, - ამ კითხვით მიმართა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს გრიგოლ ბესელიას.

ამაღლობელის აღნიშნულ კითხვას ბესელიამ უპასუხა, რომ მისი არცერთი თანამშრომელი არ ყოფილა ამ მუხლით დაკავებული.

„არასწორ კითხვას მისვამთ, არცერთი ჩემი თანამშრომელი არ ყოფილა აღნიშნული მუხლით დაკავებული. თქვენ თვითონაც გეცინებათ, ამას რომ ამბობთ“,- უპასუხა მზია ამაღლობელს ბესელიამ.

მანამდე, ვიდრე მზია ამაღლობელი ბესელიას კითხვას დაუსვამდა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ დაკავებულს შესთავაზეს ხელწერილით გათავისუფლება, რაზეც ამაღლობელმა უარი განაცხადა. ბესელიას ამ განცხადებაზე კი მზია ამაღლობელმა აღნიშნა, რომ ტყუილია და არ იცის, როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება.

„თქვენ ახსენეთ, ჩემმა თანამშრომლებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მზია ამაღლობელს ვუშვებდით და არ უნდოდა წასვლაო. ეს არის ტყუილი და არ ვიცი როგორ უნდა გადავამოწმოთ“, - აღნიშნა ამაღლობელმა.

თავის მხრივ, ბესელიამ განაცხადა, რომ ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს.

„მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ მანდილოსნები, ვინც იმ დღეს ადმინისტრაციულად გვყავდა დაკავებული, ხელწერილით ვათავისუფლებდით და არ ჰქონდათ სურვილი, რომ გარეთ გასულიყვნენ. უნდოდათ წასულიყვნენ დროებით მოთავსების იზოლატორში“, - აღნიშნა ბესელიამ.

„მე ადმინისტრაციულად ცალკე ვიყავი დაკავებული თუ სხვებთან ერთად?“, - მიმართა ამაღლობელმა კითხვით ბესელიას, რაზეც უპასუხა, რომ „ყველა ინდივიდუალურად იყო დაკავებული, ყველა ინდივიდუალურ სამართალდარღვევაზე“.

„თქვენ ახსენეთ, რომ სტიკერის გაკვრის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით ჭიშკარში შემიყვანეთ და მყისიერად გინება… შენობიდან ისე გამოვედი, რომ ვანაძე არ მინახავს. თქვენ შორის არ ყოფილა საუბარი. როდესაც თქვენ შენობაში შემიყვანეთ, იქ თქვენ არ გიკითხავთ, ვინ ვიყავი. არც ვანაძეს უთქვამს, რომ მე ვიგინებოდი და ამისთვის მაკავებდა. ვანაძესა და თქვენ შორის საუბარი არ ყოფილა“,- განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ამაზე ბესელიამ უპასუხა, რომ მოგვიანებით მოიკითხა მისი ვინაობა და მოახდინა იდენტიფიცირება.

„მოგვიანებით მოვიკითხე, ვინ არის ეს ქალბატონი და მითხრეს, რომ ეს ქალბატონი [მზია ამაღლობელი] აქციაზე დააკავეს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და მოვახდინეთ შესაბამისი მუხლით დაკავება. მე, რასაც შევესწარი, მაგაზეც ვუთხარი, რომ ოქმი შეედგინათ“.

ამ განცხადებაზე კი ამაღლობელმა თქვა, რომ სასამართლო დადგენილებაშიც მოსამართლე ამბობს, რომ გინება საერთოდ არ ყოფილა.

„არ არსებობს სხვა მოწმე, არც ვიდეო, სადაც მე ვიგინები პოლიციის მისამართით“, - დასძინა მზია ამაღლობელმა.

„გასაგებია, პოლიციელს ხელს რომ ურტყამს სხვა არის, თქვენ არ იყავით?“, - განაცხადა ბესელიამ, რაზეც ამაღლობელმა უპასუხა: „სილა ნამდვილად მე გავაწანი“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო