ანტონიო კოშტა - არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია

არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა.

„ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ დღევანდელი ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია. ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მიზეზების დასადგენად და ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობენ“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.

პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს და შეფერხება შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

ამასთან, საფრანგეთის ელექტროქსელის ოპერატორის RTE-ს ცნობით, ელექტროენერგია დროებით ქვეყნის ზოგიერთ ნაწილშიც გაითიშა, თუმცა ახლა ქსელი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ იბერიის ნახევარკუნძულის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. შესაბამის ინფორმაციას BBC-ი ესპანეთის ელექტროქსელის ოპერატორზე Red Electrica-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„იბერიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით მდებარე რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა“, - ნათქვამია ესპანეთის ელექტროქსელის ოპერატორის განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთელ ნახევარკუნძულზე ელექტროენერგიის „თანდათანობით“ აღდგენისთვის სამუშაოები მიმდინარეობს.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუის მონტენეგრომ განაცხადა, რომ კიბერშეტევის ნიშანი არ არის და ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, დღეს ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, რამაც ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს. ელექტროენერგია საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილშიც გაითიშა, თუმცა მოგვიანებით მისი მიწოდება აღდგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს