აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ლაბორატორია დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ლაბორატორია დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევარმა და ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა და საუნივერსიტეტო ცენტრში შექმნილი რეალური, ვირტუალური და დისტანციურად მართვადი ლაბორატორიები დაათვალიერებინა.

ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ ინოვაციურ პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და უნივერსიტეტის მეცნიერების მენტორობით განხორციელდა. აღნიშნულ პროექტებში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებთან ერთად ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული საჯარო სკოლების მოსწავლეები.

„STEM ლაბორატორიები ახალგაზრდებისთვის ცოდნისა და ინოვაციური აზროვნების განვითარების უმნიშვნელოვანესი სივრცეა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ საკუთარი უნარები წარმოაჩინონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა.

აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, მინისტრის მრჩეველი ნინო ლობჟანიძე, უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება