მამუკა მდინარაძე - ვალდებულები ვართ ისე დავხვეწოთ კანონმდებლობა, რომ დამნაშავედ გამოცხადებული პარტიის სატელიტებმა ან კონკრეტულმა პირებმა ვეღარ შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება - ყოფილი „ნაცი“ და ყოფილი აგენტი არ არსებობს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიმდინარე საპარლამენტო კვირაში პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ვალდებულია ისე დახვეწოს კანონმდებლობა, რომ დამნაშავედ გამოცხადებული პოლიტიკური პარტიის სატელიტებმა ან კონკრეტულმა პირებმა, ვეღარ შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება.

„მიმდინარე საპარლამენტო კვირას მეორე მოსმენით განვიხილავთ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, ამის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს ყველა ადამიანისათვის, საქმე ეხება დამნაშავე პოლიტიკური პარტიის მემკვიდრე პარტიების აკრძალვას. ჩვენ ვალდებულები ვართ ისე დავხვეწოთ კანონმდებლობა, რომ დამნაშავედ გამოცხადებული პოლიტიკური პარტიის სატელიტებმა ან კონკრეტულმა პირებმა, ვერც პარტიამ და ვერც პერსონალიებმა ვეღარ შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება. როგორც იტყვიან, ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს და არც ყოფილი აგენტი არსებობს. ალბათ, ამაში დამეთანხმებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე, მამუკა მდინარაძის განმარტებით, საპარლამენტო კომისიას საქმიანობის ვადა 5 ივნისამდე გაუგრძელდება, როგორც ეს კომისიის თავმჯდომარემ მოითხოვა.

„საპარლამენტო უმრავლესობა შევთანხმდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ეს დაანონსებული გვქონდა წინა პერიოდშიც, რომ საპარლამენტო კომისიას გავუგრძელებთ საქმიანობის ვადას 5 ივნისამდე, როგორც ეს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ დღეს მოითხოვა საქართველოს პარლამენტიდან. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ პრაქტიკულად ამოუწურავია „ნაცმოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის უმძიმეს დანაშაულთა ნუსხა. კომისია ცდილობს მაქსიმალურად მოკლე ვადებში მცირე ნაწილი მაინც გამოიკვლიოს იმ სისასტიკიდან, რომელიც დღეს პოლიტიკოსად წოდებულმა აგენტურამ დაატეხა ქვეყანას როგორც წარსულში, ასევე დღეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს