ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის იმ რეგიონებში ამოქმედდება, რომლებიც ამას მოითხოვენ.

ჯერჯერობით, ესპანეთის ცენტრალურ მთავრობას საზოგადოებრივი წესრიგის გაკონტროლება მადრიდმა, ანდალუსიამ და ესტრემადურამ სთხოვა.

შეგახსენებთ, დღეს ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, რამაც ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს. ესპანეთის ელექტროქსელის ოპერატორის, Red Electricas-ს ინფორმაციით, იბერიის ნახევარკუნძულის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს