ემანუელ მაკრონი - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით უახლოეს დღეებში რუსეთზე ზეწოლა გაიზრდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მომდევნო რვა-ათი დღის განმავლობაში რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდება, რათა უკრაინასთან ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ.

„მომდევნო 8-10 დღის განმავლობაში რუსეთზე ზეწოლის გაზრდას ვგეგმავთ. სიფრთხილეს ვინარჩუნებ, რადგან ამ განტოლების ნაწილი მოსკოვზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.

მან ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება საომარი მოქმედებების დასრულების მისაღწევად.

მაკრონის თქმით, მოახერხა შეერთებული შტატები კრემლზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობაში დაერწმუნებინა, მათ შორის ახალი სანქციების შესაძლო დაწესებით.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის ვატიკანში გამართულმა შეხვედრამ ხელი შეუწყო რუსეთზე ზეწოლის გაზრდას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს