ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო აცხადებენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლების გაუქმება მიუღებელია

უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების, ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღებისას ერთსულოვნების წესის შეცვლა მიუღებელია.

მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება პრემიერებმა ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნებაზე უარის თქმა, ფაქტობრივად, ამ სახელმწიფოებისთვის სუვერენიტეტის წართმევას ნიშნავს.

„წარმოიდგინეთ, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნება სავალდებულო არ არის. თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვერ შეძლებს საკუთარი ინტერესების წარმოდგენას, შესაძლოა ომში ჩაგვითრიონ“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფიცომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ვეტოს უფლების გაუქმება ევროკავშირის გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„ნუ გადადგამთ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება ევროკავშირის დანგრევა გამოიწვიოს“, - განაცხადა ფიცომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს