დონალდ ტრამპი - მე მივეცი უკრაინას „ჯაველინები“ და რომ არა ისინი, რუსები კიევს აიღებდნენ, ეს ომის დასასრული იქნებოდა, ის ერთ დღეში დასრულდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის უკრაინას რუსეთისგან გადარჩენაში ეხმარება და რომ არა მისი დახმარება, ქვეყანა ძალიან მალე განადგურდებოდა.

„ეს დიდი საომარი მანქანაა, ვაღიაროთ და რომ არა მე, მე მივეცი მათ „ჯაველინები“, რომლებმაც ტანკები გაანადგურეს. იცით, ის ტანკების მომენტი დიდი მომენტი იყო, როდესაც ტანკები ტალახში გაიჭედნენ და მე მათ „ჯაველინების“ უზარმაზარი რაოდენობა მივეცი. ესენი არიან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. მათ ყველა ის ტანკი გაანადგურეს, როდესაც ისინი ტალახში გაიჭედნენ. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან ეს ტანკები რომ შესულიყვნენ, კიევიდან 71 მილის დაშორებით იქნებოდნენ და კიევს აიღებდნენ. ეს ომის დასასრული იქნებოდა, ის ერთ დღეში დასრულდებოდა“, - განაცხადა ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ომი გაგრძელდა, რადგან შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა, „გაცილებით მეტი, ვიდრე იტყობინებიან“.

„მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მე ამ ქვეყნის ხსნას ვახორციელებ. ვფიქრობ, რომ უკრაინას დიდ სამსახურს ვუწევ“, - განაცხადა ტრამპმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია