ნიკა გვარამია - „საქართველო ბელარუსი არ არის“ - ეს ფრაზა უნდა დავივიწყოთ, საქართველო ჩვეულებრივად ბელარუსია - დღეს დილიდან, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვეულებრივი რეპრესიებია

„ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან, სადაც პროკურატურა ჩხრეკას ატარებს, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ასევე, ადგილზე იმყოფებიან ნანუკა ჟორჟოლიანის მხარდამჭერები, კოლეგები, პოლიტიკოსები.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა პროცესებიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, „ჩვეულებრივი რეპრესიებია”.

„საქართველო ბელარუსი არ არის“ - ეს ფრაზა უნდა დავივიწყოთ. საქართველო ჩვეულებრივად ბელარუსია.

დღეს დილიდან, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვეულებრივი რეპრესიებია. ყველას აპატიმრებენ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს, ვინც ახლა აქ დგანან, მათ პატრონებს მარტივი პასუხი აქვთ, როგორც ჩანს ამერიკიდან ჩამოტანილი. ჩვენ ვნახეთ ბოლო ვიზიტი ამერიკაში. უთხრეს, რომ არ გექნება დემოკრატია, აქ მეტი არ ჩამოხვიდეთ! - პასუხი არის ეს, როგორ ექნებათ დემოკრატია ხედავთ”, - განაცხადა გვარამიამ.

გარდა ამისა, ადგილზე მყოფი სამართალდამცველები ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ კორპუსში ადგილობრივ მცხოვრებლებსაც არ უშვებენ. აღნიშნულის გამო, რამდენჯერმე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო.

ცნობისთვის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. პროკურატურის წარმომადგენლები მასთან, გამთენიისას მივიდნენ. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია