სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს - მინდა გამოვთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ საქართველო და სომხეთი გააგრძელებენ ქვეყნების სასარგებლოდ ძმობას, მეგობრობას და ურთიერთთანამშრომლობას

მინდა გამოვთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ საქართველო და სომხეთი გააგრძელებენ ქვეყნების სასარგებლოდ ძმობას, მეგობრობას და ურთიერთთანამშრომლობას, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, გრძელდება სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრა, ამასთან, განმარტა, რომ ვითარდება და ღრმავდება ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურაში.

„მოხარული ვარ გიმასპინძლოთ თქვენ და თქვენს დელეგაციას სომხეთში. ბოლო დროს, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალიან მრავალშრიანია. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დამყარებულია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ორი ქვეყნის მოძმე ერის ქრისტიანულ ღირებულებებსა და მომავლის ხედვაზე.

გრძელდება სხვადასხვა შეხვედრა მაღალ დონეზე. ვითარდება და ღრმავდება ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურაში.

საქართველო-სომხეთის ურთიერთობა, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში ვითარდება.

კოლეგასთან ერთად შევეხეთ სომხეთ-საქართველოს დღის წესრიგის მრავალ თემას-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სპორტის, ახალგაზრდების თემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

რეგიონული სტაბილურობის და გრძელვადიანი მშვიდობის საკითხთან დაკავშირებით, სომხეთი მტკიცედ დგას კეთილდღეობის განვითარების საკითხზე.

სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ტექსტი შეთანხმებულია და მზად არის ხელმოსაწერად. ვიმედოვნებთ, შევძლებთ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებას.

პრეზიდენტო, ძალიან ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში, მშვიდობის, კეთილდღეობისკენ მიმართულ თქვენ ძალისხმევას. მივესალმებით სამმხრივი პლატფორმის შექმნის ინიციატივას. თქვენ როლს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში. ვისაუბრეთ საერთაშორისო საკითხებზე, ტერიტორიულ და გლობალურ საკითხებზე. მინდა გამოვთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ საქართველო და სომხეთი გააგრძელებენ ქვეყნების სასარგებლოდ ძმობას, მეგობრობას და ურთიერთთანამშრომლობას“, - აღნიშნა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო