შალვა პაპუაშვილი - მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-სთან და ეს ვაქციოთ ნამდვილ ურთიერთობად - ჩვენ გვინდა გამოსწორდეს ის, რაც გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ

არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-სთან და ეს ვაქციოთ ნამდვილ სტრატეგიულ ურთიერთობად და არა იმ ფარისევლობად, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია ჩვენ გვაჩვენებდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ იცის, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ურთიერთობები დაბრუნდეს იმ კალაპოტში, რაც მანამდე იყო.

„წინა ადმინისტრაცია ერთი მხრივ, სარგებლობდა იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად გვერდში ედგა ამერიკელ ხალხს და ხელისუფლებას და მეორე ხელით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას საქართველოში. ეს თავად აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა. USAID-ი, NED-ი და ყველა დაფინანსება საბოლოო ჯამში მიმართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრის და ქართული საზოგადოების დაზიანებისკენ. ჩვენ გვინდა, რომ ის, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა, გამოსწორდეს. ამასთან დაკავშირებით ახალ ადმინისტრაციასთან არაერთხელ გვქონია [კომუნიკაცია] და იცის, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ურთიერთობები დაბრუნდეს იმ კალაპოტში, რაც მანამდე იყო. ჩვენ ეს არაერთხელ გვაქვს მათთვის გაზიარებული, ამიტომ, კარგად არის ცნობილი, რა აქვს გასაკეთებელი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გააუმჯობესოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს საქართველო ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან, გაითვალისწინონ ამერიკელი ხალხის ინტერესები და ეს იყოს ერთ-ერთი მამოძრავებელი.

„ჩვენ ჩვენი მხრივ გამოვთქვით მზაობა სხვადასხვა ფორმატში იმისთვის, რომ სტრატეგიული ურთიერთობა არათუ დავაბრუნოთ, არამედ პირიქით, თვისებრივად, ახალი სტრატეგიული ურთიერთობა გვქონდეს, რომელიც დამყარებული იქნება ინტერესების ურთიერთ გათვალისწინებაზე. ჩვენ მზად ვართ, რომ ამერიკელი ხალხის ინტერესები გავითვალისწინოთ და ეს იყოს ერთ-ერთი მამოძრავებელი. ამავე დროს, მოლოდინი არის, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამაც უნდა გააცნობიეროს, რა არის ქართველი ხალხის ინტერესი. ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ გამოსწორდეს ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ს შორის.

ამ ურთიერთობების გაფუჭება ჩვენ არ დაგვიწყია - ეს დაიწყო ბაიდენის ადმინისტრაციამ, გააფუჭა და ეს ურთიერთობები პრეზიდენტ ტრამპს დაახვედრა ლამის ჩიხში შესული. აშშ-ს ამ რეგიონში ალბათ, არ ჰყავს ისეთი სანდო პარტნიორი, როგორიც საქართველოა. ქართველი ხალხი არაერთხელ პოლიტიკურად და მათ შორის ბრძოლებშიც გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს. ეს ურთიერთობა გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ და ყოფილმა ელჩმა. ასე რომ, ვინც გააფუჭა ურთიერთობა, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ნაბიჯები მისგან მოდიოდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის