საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აკრძალული პარტიის ე.წ. მემკვიდრე პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 14-დღიანი ვადა ექნება

საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აკრძალული პარტიის ე.წ. მემკვიდრე პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 14-დღიანი ვადა ექნება. 14-დღიანი ვადა იქნება განსაზღვრული როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში.

ამ მიმართულებით ინიცირებული კანონის პროექტის დაკორექტირების გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს, სადაც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილეს.

უფრო კონკრეტულად, პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადებსაც შეეხება - კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში - 14 დღეს.

დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით კი, ეს ვადა როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდისთვის მხოლოდ 14 დღით იქნება განსაზღვრული.

„ეს არის ლოგიკური ვადა. იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. მშობელი - ძირითადი პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე უკვე ნამსჯელი ექნება და უნდა ვივარაუდოთ, რომ სათანადო გადაწყვეტილებაც არსებობს, გამომდინარე აქედან, დასადგენი იქნება ე.წ. მემკვიდრე პარტიის საქმიანობის არსის და პერსონალური შემადგენლობის იდენტურობა, რაც დიდ დროს არ მოითხოვს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა საკითხის მეორე მოსმენით წარდგენისას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება