ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოკითხვაზე უნდა დაიბაროს ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, რომლის სახელიც  მუხროვანის ე.წ. ამბოხის საქმეში ფიგურირებს

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა დაიბაროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“), რომლის სახელიც მუხროვანის ე.წ. ამბოხის საქმეში ფიგურირებს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სწორედ ზვიად ხარაზიშვილის უშუალო მონაწილეობით მოხდა გია კრიალაშვილის ლიკვიდაცია.

„2009 წლის 5 მაისს დიდი პოლიტიკური კრიზისის გადასაგორებლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუხროვანის ამბოხი მოიგონა და ეს ფაქტი უდანაშაულო ადამიანებს დააბრალა. ამ მოგონილ ამბოხს შეეწერა გია კრიალაშვილი. „ორი გვამის“ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ იძლევა მერაბიშვილი ადამიანების დახოცვის ბრძანებას. ამ ვიდეოზე კარგად ჩანს სააკაშვილის სიკვდილის ბრიგადების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დღეს კი უკვე ივანიშვილის რეჟიმის სისხლიანი შემსრულებელი „ხარება“, რომელიც, როგორც შემდგომში ირკვევა, სავარაუდოდ, აღასრულებს ამ ბრძანებას. 2013 წლის 23 ივნისს ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია „ტვ 9-ში გასულ სიუჟეტში, ერთ-ერთი სპეცრაზმელი პირდაპირ ხელს ადებს „ხარებას“ და სიტყვა-სიტყვით ამბობს: „სპეცოპერაცია ჩაატარა სოდ-ის სპეცრაზმმა ზვიად ხარაზიშვილმა კიდევ სამ კაცთან ერთად. მათი იარაღი დღესაც პროკურატურაშია. ამ ოთხმა ადამიანმა იმ თვეში 12 000 ლარი პრემია აიღო.“ ამასთან, გია კრიალაშვილის დის, 2014 წლის ინტერვიუდან ირკვევა, რომ: „მთელმა საქართველომ ნახა კადრები, სადაც მერაბიშვილი დგას და ითხოვს ორ გვამს, თან ამატებს, რომ მოგცემთ დიდ პრემიასო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც ეს პრემია აიღო, არის ზვიად ხარაზიშვილი, სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა გიას ლიკვიდაციის სპეცოპერაცია და ვინც ჩაცხრილა ჩემი ძმა პირადად. მაშინ ეს ადამიანი სოდ-ის სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო“.

ეს ყველაფერი არის საკმარისზე მეტი ინფორმაცია, რათა ე.წ. „ოცნების“ კომისიამ დაიბაროს „ხარება“, რომლის სახელიც უმძიმეს დანაშაულებთანაა დაკავშირებული.

მივმართავ თეა წულუკიანს, ქალბატონო თეა, მესმის, რომ თქვენ დამარცხდით მურუსიძესთან, ახლა გაქვთ შანსი არ დამარცხდეთ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ სისხლიან ჯალათ „ხარებასთან“. გაბედე და დაკითხე „ხარება! მაგრამ ამ ე.წ. კომისიის მიზანი არ არის სრული სიმართლის ჩვენება მაყურებლისთვის. მათ ეშინიათ სრული სიმართლის, რაც გახარიას დაბარებისას საქართველოს მოსახლეობამ კარგად დაინახა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის