საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უპრეცედენტო სასწავლო პროგრამა -„იმუნური პატრული“ - განხორციელდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა ოფისმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოლის ექიმთა ასოციაციასთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, გრუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლიანა სირაძე, განახორციელა უპრეცედენტო სასწავლო პროგრამა - „იმუნური პატრული“, მოსწავლეებისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში 3 ქალაქის: თბილისის, ზუგდიდისა და თელავის 10- ზე მეტი საჯარო სკოლის მოსწავლე, დასწავლის უნიკალური მეთოდით, გაეცნო გადამდებ დაავადებებსა და მათი პრევენციის ღონისძიებებს.

„მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ბავშვთა ასაკში გადამდები დაავადებების შემცირებას საქართველოში.

გრუნის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და სკოლის ექიმთა ასოციაცია, რომლებსაც ხელმძღვანელობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი - ლიანა სირაძე, განაგრძობს ჯანმოსთან თანამშრომლობასა და მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება