ნიკა მელია - მთავარი ახლა არის საბრძოლო მოტივაციის, რწმენის და დისციპლინის შენარჩუნება - არალეგიტიმური ხელისუფლება არის ყველა გამოვლინებაში არალეგიტიმური, ამ ყველაფერს დაესმება წერტილი

ეს არის რუტინული პროცესი და მთავარი ახლა არის მოტივაციის შენარჩუნება, საბრძოლო მოტივაციის, რწმენის და დისციპლინის შენარჩუნება - ნემსის ყუნწში გადის საქართველოს ნახევარზე მეტი. არალეგიტიმური ხელისუფლება არის ყველა გამოვლინებაში არალეგიტიმური, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ სასამართლო პროცესის შემდეგ, სადაც მას 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს, განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არაკონსტიტუციურია, რადგან მასში ერთი ოპოზიციონერი დეპუტატიც კი არ მონაწილეობს.

„კონსტიტუციაში წერია, რომ საგამოძიებო კომისიის მინიმუმ ნახევარი უნდა იყოს დაკომპლექტებული ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ. ჩვენ ვეკითხებოდით ე.წ. პროკურორებს და მოსამართლესაც, დაგვისახელეთ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მაინც, ვინც წულუკიანის ე.წ. კომისიაშია. ერთიც ვერ დაასახელეს. შვიდჯერ ჩავეკითხეთ და შვიდჯერვე მივიღეთ პასუხი, რომ ვერ დაასახელებენ. არგუმენტი არის მარტივი, თუმცა ტრაგიკული. არ არსებობს დეპუტატი, რომელიც წარმოადგენს ოპოზიციას ე.წ. საგამოძიებო კომისიაში. შესაბამისად არაკონსტიტუციურია.

ეს არის რუტინული პროცესი და მთავარი ახლა არის მოტივაციის შენარჩუნება, საბრძოლო მოტივაციის, რწმენის და დისციპლინის შენარჩუნება. ნემსის ყუნწში გადის საქართველოს ნახევარზე მეტი. არალეგიტიმური ხელისუფლება არის ყველა გამოვლინებაში არალეგიტიმური. ამ ყველაფერს დაესმება წერტილი რაც არ უნდა დილით ადრე მცირეწლოვანი ბავშვები დააწიოკოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელსაც მხოლოდ შარშან 32 მილიონი ლარი ჰქონდა პრემია. ამ ყველაფერს მოვითმენთ მაღალი რწმენით და მაღალი მოტივაციით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს