მარკ კარნი - ტრამპთან ჩვენი პირობებით ვილაპარაკებთ

ტრამპთან ჩვენი პირობებით ვილაპარაკებთ, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ფედერალურ არჩევნებში “ლიბერალური პარტიის” გამარჯვების შემდეგ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებები დაუშვა, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი “ჩვენი პირობებით იქნება, არა მათი”.

“პარტნიორობა უნდა გვქონდეს, ეკონომიკური და უსაფრთხოების პარტნიორობა. ის ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რაც წარსულში გვქონდა”, - განაცხადა კარნიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანადა “უდიდესი კლიენტია [აშშ-ის”] 40-ზე მეტი შტატისთვის”.

“გახსოვდეთ, რომ მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ენერგეტიკას ვაწვდით. გახსოვდეთ, რომ მათ ფერმერებს ფაქტობრივად ყველა სასუქს ვაწვდით. პატივისცემას ვიმსახურებთ. პატივისცემას ველით და დარწმუნებულები ვართ, რომ თავის დროზე კვლავ გვექნება ის, და მაშინ შევძლებთ ამ საუბრების წარმოებას”, - განაცხადა კარნიმ.

ტრამპთან დაკავშირებით, რომელსაც კანადა არაერთხელ მოუხსენებია, როგორც აშშ-ის “51-ე შტატი”, კარნიმ განაცხადა, რომ მსგავსი სცენარი “არასდროს, არასდროს არ მოხდება”.

“სიმართლე გითხრათ, არა მგონია ეს ვინმე სხვასთან დაკავშირებით მოხდეს… იქნება ეს პანამა თუ გრენლანდია თუ სხვაგან”, - განაცხადა კარნიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება