“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წყლის მიწოდება ჩუღურეთის რაიონის აბონენტებს 1 მაისს, ღამის 00:30 საათიდან 2 მაისის დილის 07:00 საათამდე შეეზღუდებათ.

“1 მაისს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N60-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოების ფარგლებში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური მილსადენის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთი შეიცვლება და ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოებს 1 მაისს ღამის საათებში დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 1 მაისს, ღამის 00:30 საათიდან 2 მაისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში - წინამძღვრიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების ნაწილს, აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, დოდო აბაშიძის, რომის, კიევის, ტოლსტოის, გოგიბერიძის, ტყვიავის ქუჩებს, ზაქარია ქურდიანის ქუჩას, I, II და III ჩიხს, ჩიქობავას, გორკის, თოიძის, უზნაძის ქუჩების ნაწილს, ციმაკურიძის, ნინო ჩხეიძის, სულიაშვილის, ელენე ახვლედიანის კოლაუ ნადირაძის და მიმდებარე ქუჩებს, ზაარბრიუკენის მოედანს.

მთაწმინდის რაიონში - ზვიად გამსახურდიას სანაპიროს, ხიდის, იტალიას, ვლადიმერ ვეკუას, ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს, გიორგი ათონელის ქუჩა N1-29, N 2-20, ფურცელაძის ქუჩა N26-36, N23-31.

კრწანისის რაიონში - მტკვრის, გოგჩის, ნიკო სულხანიშვილის, ბარათაშვილის N2-14, N1-21, დაჩი უჯარმელის, იოანე შავთელის, ვერცხლის, შოთა ნიშნიანიძის, კახი კავსაძის, იეთიმ გურჯის და მიმდებარე ქუჩებს, კოტე აფხაზის ქუჩა N25-55, N16-44, ერეკლე II-ს მოედანს და მიმდებარე ქუჩებს. ანტონ კათალიკოსის ქუჩა N26-36, N15-19, ტყავის I და II ჩიხს,

სიონის, შარდენის, რკინის რიგის, ბამბის რიგის, დიდი ხეივნის, ბადაგის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge “, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება