ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაფხულში რუსეთი ბელარუსში რაღაცას ამზადებს, სამხედრო სწავლებების საბაბით - როგორც წესი, სწორედ ასე იწყება ხოლმე მისი ახალი თავდასხმები, მაგრამ ამჯერად სად?

ზაფხულში რუსეთი სამხედრო მომზადების საბაბით ბელარუსში “რაღაცას ამზადებს”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “სამი ზღვის ინიციატივის” სამიტზე განაცხადა.

“შეხედეთ ბელარუსს - ამ ზაფხულს რუსეთი იქ რაღაცას ამზადებს, სამხედრო სწავლებების საბაბით. როგორც წესი, სწორედ ასე იწყება ხოლმე მისი ახალი თავდასხმები. მაგრამ ამჯერად სად? არ ვიცი. უკრაინა? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ყველა ჩვენი ინსტიტუტი მზად არის თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა თებერვალში განაცხადა, რომ 2025 წელს ბელარუსის მიმართულების გასაძლიერებლად რუსეთი 15 დივიზიის მომზადებას გეგმას, რომელთა რაოდენობა 100-150 ათას სამხედროს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს