დონალდ ტრამპი და მარკ კარნი უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის დაურეკა და ქვეყნის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის პრემიერის ოფისი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მხარეები უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ორი ლიდერი „კანადისა და შეერთებული შტატების, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ერების, ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე შეთანხმდა“.

შეგახსენებთ, კანადის საყოველთაო არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა, თუმცა, მათ, სავარაუდოდ, 169 მანდატი აქვთ მოპოვებული, კანადის თემთა პალატაში უმრავლესობისთვის კი 172 მანდატია საჭირო. მედიის ინფორმაციით, ლიბერალები მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარტნიორებად, სავარაუდოდ, მემარცხენე „ახალ დემოკრატებს“ და „კვებეკურ ბლოკს“ აირჩევენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს