დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, პუტინს ომის შეჩერება სურს

ვიტყოდი, რომ პუტინს ომის შეჩერება სურს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ABC-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს, ტრამპმა დაადასტურა : „დიახ, ვფიქრობ, სურს“.

მისი თქმით, პუტინი პატივს სცემს მას და ამის გამო რუსეთი მთელ უკრაინას არ დაიპყრობს.

„მე რომ არა, ვფიქრობ, მას მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება მოუნდებოდა. ვფიქრობ, მისი ოცნება იყო მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება. ვფიქრობ, ჩემს გამო ამას არ გააკეთებს. ვფიქრობ, ის პატივს მცემს და მე მჯერა, რომ ჩემს გამო ის მთელ უკრაინას არ დაიპყრობს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა