Reuters - უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დაახლოებით 4700 სამხედროს შეადგენს

უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დაახლოებით 4700 სამხედროს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთი კორეის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ომში ექვსთვიანი მონაწილეობის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რადგან ისინი ახალ იარაღს, მათ შორის დრონებს იყენებენ“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პარლამენტის სადაზვერვო კომიტეტის წევრმა, ლი სონგ-კვონმა.

სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლველად 15000 ჯარისკაცი გაგზავნა, მათ შორის 600 დაიღუპა, ხოლო სულ დანაკარგების რაოდენობა 4700-ს შეადგენს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ჩრდილოეთ კორეამ პირველად, ოფიციალურად დაადასტურა, რომ რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარები გაგზავნა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება